ოფიციალურად - „ჩელსიმ“ კალიდუ კულიბალი შეიძინა #1TVSPORT
ოფიციალურად - „ჩელსიმ“ კალიდუ კულიბალი შეიძინა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა „ნაპოლიდან“ მცველ კალიდუ კულიბალის შეძენის შესახებ. 31 წლის სენეგალელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები, „ჩელსიში“. ეს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია მსოფლიოში, მე კი ყოველთვის ვოცნებობდი პრემიერლიგაში თამაშზე. „ჩელსის“ ჯერ კიდევ 2016 წელს სურდა ჩემი შეძენა, მაგრამ მაშინ არ გამოვიდა. ახლა, როცა ისინი ჩემზე გამოვიდნენ, მე დავთანხმდი. დაველაპარაკე ჩემს კარგ მეგობრებს – მენდისა და ჟორჟინიოს და მათ შემიმსუბუქეს არჩევანი.

იმედია, სეზონი მართლაც კარგი გამოვა და გულშემატკივრებს ბევრ სასიამოვნო მომენტს ვაჩუქებთ“, – მოჰყავს კულიბალის სიტყვები „ჩელსის“ ოფიციალურ ვებგვერდს.

არაოფიციალური ინფორმაციით, კულიბალის წლიური ხელფასი რვა მილიონი ევრო იქნება.