ოფიციალურად – „ჩელსიმ“ ჯეიმი გიტენსი შეიძინა #1TVSPORT

09:28, 06.07.2025

ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა „დორტმუნდის“ გარემარბის, ჯეიმი გიტენსის შეძენის შესახებ.

20 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან შვიდწლიანი კონტრაქტი გააფორმა – 2032 წლის ზაფხულამდე. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 48.5 მილიონი ფუნტი შეადგინა.

2024-25 წლების სეზონში გიტენსმა ყველა ტურნირზე 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი