ოფიციალურად - „ჩელსიმ" ჩილუელი 55 მილიონად შეიძინა
ოფიციალურად - „ჩელსიმ" ჩილუელი 55 მილიონად შეიძინა

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ „ლესტერის” მცველი ბენ ჩილუელი „ჩელსიში” გააგრძელებს კარიერას.

23 წლის ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, „ჩელსიმ” ჩილუელში 55 მილიონი ევრო გადაიხადა.

ჩილუელმა პრემიერლიგის გასულ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.

ჩილუელი „ჩელსის” მესამე შენაძენია ახალი სეზონისთვის. მანამდე „არისტოკრატებმა” შეიძინეს ფორვარდი ტიმო ვერნერი „ლაიპციგიდან” და ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეჩი „აიაქსიდან”.