ოფიციალურად - „ჩელსიმ“ „ასტონ ვილასგან“ კარნი ჩუკვუემეკა შეიძინა #1TVSPORT
ოფიციალურად - „ჩელსიმ“ „ასტონ ვილასგან“ კარნი ჩუკვუემეკა შეიძინა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიმ“ შეთანხმებას მიაღწია „ასტონ ვილასთან“ ნახევარმცველ კარნი ჩუკვუემეკას ტრანსფერთან დაკავშირებით.

როგორც „ჩელსის“ პრესსამსახური წერს, 18 წლის ინგლისელმა მიიღო ლონდონში გამგზავრების უფლება, რათა შეათანხმოს ახალ კლუბთან კონტრაქტის პირობები და გაიაროს სამედიცინო შემოწმება.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერის თანხა 15 მილიონ ფუნტს გაუტოლდება, ფეხბურთელი კი ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

პრესის ცნობით, ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების წევრზე „ბარსელონა“ და „მილანიც“ აცხადებდნენ პრეტენზიას.