ოფიციალურად – ჩავი ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT
„ბარსელონას“ ყოფილი დამრიგებელი ჩავი ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.
46 წლის სპეციალისტთან გაფორმდა კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე, – იტყობინება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია.
ჩავიმ ამ პოსტზე რონალდ კუმანი შეცვალა, რომელმაც ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.
„ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი. იმის გამო, რომ განათლება „ბარსელონას“ აკადემიაში მივიღე და განვიცადე იოჰან კრუიფისა და რინუს მიხელსის ძლიერი გავლენა, განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობ ჰოლანდიურ ფეხბურთთან“, – განაცხადა დანიშვნის შემდეგ ესპანელმა დამრიგებელმა.
ჩავის ბოლო სამუშაო ადგილი იყო „ბარსელონა“. ის კატალონურ გუნდს 2021-24 წლებში წვრთნიდა და მასთან ერთად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი.
XXI საუკუნეში ჩავი პირველი უცხოელი მწვრთნელია, ვინც ნიდერლანდების ნაკრებში იმუშავებს. ამ გუნდის ბოლო უცხოელი დამრიგებელი იყო ავსტრიელი სპეციალისტი ერნსტ ჰაპელი, რომელიც „ნარინჯისფერებს“ 1977-78 წლებში წვრთნიდა.