ოფიციალურად – ბუნდესლიგა აპრილამდე შეჩერებულია

19:52, 13.03.2020

გერმანიის საფეხბურთო ლიგამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც წერია, რომ გერმანიის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო 2 აპრილამდე შეჩერეულია. ასევე არ გაიმართება უახლოესი ტურის მატჩები.

გერმანიაში არ დარჩა არც ერთი ფედერალური მიწა, რომელსაც არ შეხებია კორონავირუსი. ინტერნეტ-რესურსის Worldometers-ის მონაცემებით, გერმანიაში ინფიცირებულთა რიცხვმა 3117 ადამიანი შეადგინა, მათგან შვიდი გარდაიცვალა.

მსგავსი