ოფიციალურად - „ბარსელონას“ ოლმოს რეგისტრაციაზე უარი უთხრეს #1TVSPORT
ლა ლიგამ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ უარი უთხრეს „ბარსელონას“ დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის რეგისტრაციაში.
ორივე ფეხბურთელი ვერ შეძლებს სეზონის მეორე ნახევარში „ბარსელონას“ დახმარებას, რადგან კლუბი ვერ შეესაბამება ფინანსური ფეარ პლეის წესებს. კატალონელებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.
სეზონის პირველ ნახევარში „ბარსელონამ“ ოლმოსა და ვიქტორის განაცხადში შეყვანა ანდრეას კრისტენსენის ტრავმის წყალობით მოახერხა.
„ბარსელონამ“ ოლმო „ლაიპციგიდან“ 2024 წლის აგვისტოში 55 მილიონ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში მან 15 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.