ოფიციალურად - „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი გახდა
ოფიციალურად - „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი გახდა

მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერნესტო ვალვერდეს გადაყენების შემდეგ, „ბარსელონამ“ ძალიან მალე დაასახელა მისი შემცვლელი – კატალონიური გრანდი 61 წლის სპეციალისტმა, კიკე სეტიენმა ჩაიბარა. ამის შესახებ „ბარსელონას“ ოფიციალური ვებგვერდი წერს.

ახალ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. პრეზენტაცია და პრესკონფერენცია 14 იანვარს გაიმართება.

სეტიენის ბოლო კლუბი იყო „ბეტისი“. მისი ხელმძღვანელობით სევილიურმა გუნდმა 2017-2018 წლების სეზონზე მეექვსე ადგილი დაიკავა ესპანეთის ჩემპიონატში, 2018-2019 წლების სეზონზე კი ესპანეთის თასის ნახევარფინალამდე მიაღწია. სეტიენი ასევე მუშაობდა „რასინგში“, „პოლი ეხიდოში“, ეკვატორული გვინეის ნაკრებში, „ლოგრონიესში“, „ლუგოსა“ და „ლას პალმასში“.

დატოვე კომენტარი