ოფიციალურად - „ბარსელონამ“ ჰანსი ფლიკთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მთავარ მწვრთნელთან, ჰანს-დიტერ ფლიკთან. ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. წინა კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულში გასდიოდა ვადა.
„ჰანსი ფლიკი „ბარსელონაში“ ისტორიას წერს და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, ეს გაგრძელდება მომდევნო სეზონებშიც“, – წერია კლუბის განცხადებაში.
გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ბარსელონამ“ 54 მატჩიდან 43 მოიგო. ამ სტატისტიკის წყალობით, გუნდმა საშინაო ტრებლი შეასრულა – მოიგო ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი.