ოფიციალურად - „ბარსელონამ“ „აიაქსიდან“ ამერიკელი მცველი შეიძინა
ოფიციალურად - „ბარსელონამ“ „აიაქსიდან“ ამერიკელი მცველი შეიძინა

ამერიკელი მცველი სერჯინიო დესტი „აიაქსიდან“ „ბარსელონაში“ გადავიდა. 19 წლის ფეხბურთელთან 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კონტრაქტი.

არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 21 მილიონი ევრო შეადგინა. კიდევ ხუთ მილიონს „აიაქსი“ ბონუსების სახით მიიღებს.

დესტის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევრო გაიწერა.

ამერიკელი „აიაქსის“ პირველ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა. საერთო ჯამში, მან 38 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.

ამსტერდამულ კლუბთან ერთად დესტმა ნიდერლანდების სუპერთასი მოიგო.