ოფიციალურად - „ბაიერნმა“ ოდრიოსოლა იჯარით აიყვანა
ოფიციალურად - „ბაიერნმა“ ოდრიოსოლა იჯარით აიყვანა

მიუნხენის „ბაიერნმა“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ესპანელი მცველი დაიმატა. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ გერმანიის ჩემპიონმა იჯარით აიყვანა მადრიდის „რეალიდან” 24 წლის ალვარო ოდრიოსოლა. ის „რეკორდმაისტერში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. ასევე იტყობინებიან, რომ იჯარის ბოლოს, „ბაიერნს” არ ექნება ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება.

ოდრიოსოლას უკვე ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა „ბაიერნის” კლინიკაში და ახალ თანაგუნდელებთან ერთად პირველ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.

მადრიდის „რეალში” ოდრიოსოლა 2018 წელს გადავიდა „რეალ სოსიედადიდან”. ამ სეზონში მცველმა ოთხი მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.