ოფიციალურად - „ბაიერნმა“ ალფონსო დევისთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ 24 წლის განაპირა მცველთან, ალფონსო დევიდთან. ახალი ხელშეკრულება 2030 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
უფრო ადრე პრესა აქტიურად წერდა 24 წლის კანადელის მიმართ მადრიდის „რეალის“ დაინტერესებაზე. იტყობინებოდნენ, რომ ესპანელები მზად იყვნენ უფრო მაღალი ხელფასი შეეთავაზებინათ დევისისთვის, ვიდრე „ბაიერნში“ აქვს.
ალფონსო დევისი მიუნხენურ კლუბში 2019 წლის ზამთრიდან თამაშობს. ამ პერიოდში მცველმა ყველა ტურნირზე 220 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და 34 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.