ოფიციალურად - „ასტონ ვილამ“ რეშფორდის ტრანსფერი გამოაცხადა #1TVSPORT
„ასტონ ვილამ“ ოფიციალურად გამოაცხადა ფორვარდ მარკუს რეშფორდის გადასვლის შესახებ. ბირმინგემელებმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აიყვანეს.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რეშფორდის ხელფასის 75 პროცენტს „ასტონ ვილა“ დაფარავს, აგრეთვე ბირმინგემულ კლუბს ზაფხულში ფორვარდის 40 მილიონ ფუნტად გამოსყიდვის უფლება ექნება.
მიმდინარე სეზონში რეშფორდმა ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.