ოფიციალურად – „ასტონ ვილამ“ იოჰან მანზამბი შეიძინა #1TVSPORT
ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ კონტრაქტი გააფორმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე შვეიცარიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთან, იოჰან მანზამბისთან. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ოფიციალური პრესსამსახური იტყობინება.
20 წლის ნახევარმცველი 2024 წლიდან თამაშობდა „ფრაიბურგში“. გერმანულ კლუბში მან 58 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში მანზამბი ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
Sky Sport Germany-ს ინფორმაციით, „ასტონ ვილას“ ეს ტრანსფერი დაახლოებით 70 მილიონი ევრო დაუჯდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე შვეიცარიელმა ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ტრავმის გამო, მანზამბიმ ვერ ითამაშა 1/8 და 1/4-ფინალის მატჩებში.