ოფიციალურად - აშშ-ის ღია პირველობა დათქმულ ვადაში, მაყურებლების გარეშე გაიმართება
ოფიციალურად - აშშ-ის ღია პირველობა დათქმულ ვადაში, მაყურებლების გარეშე გაიმართება

ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობა დათქმულ ვადებში გაიმართება – 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე.

„აშშ-ის ღია ნიუ იორკში ფანების გარეშე გაიმართება – 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე. ამერიკის ჩოგბურთის ფედერაცია ჩოგბურთელებისა და პერსონალის დაცვის განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს. მათ შორის იქნება ხშირი ტესტირება, დამატებითი დეზინფექცია, დამატებითი სივრცეები გასახდელებში, სპეციალურად გამოყოფილი საცხოვრებელი და ტრანსპორტი“, – დაწერა კუომომ.

სავარაუდოდ, ტურნირში მონაწილეობისთვის ჩოგბურთელებს არ დაეწერებათ სარეიტინგო ქულები.

პროფესიული ტურის ვარსკვლავებიდან ნამდვილად არ ითამაშებენ რუმინელი სიმონა ჰალეპი (უარი) და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (ტრავმა). რაფაელ ნადალმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა ადრე გამოაცხადეს, რომ ტურნირის გამოტოვებაზე ფიქრობენ.