ოფიციალურად - „არსენალმა“ დიოკერეში წარადგინა #1TVSPORT
ოფიციალურად - „არსენალმა“ დიოკერეში წარადგინა #1TVSPORT

ფორვარდი ვიქტორ დიოკერეში „სპორტინგიდან“ „არსენალში“ გადავიდა. კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა ტრანსფერისა და მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ „არსენალმა“ პორტუგალიის ჩემპიონს 27 წლის თავდამსხმელში 63.5 მილიონი ევრო გადაუხადა. კიდევ 10 მილიონს „სპორტინგი“ ბონუსების სახით მიიღებს.

„იყო ამ კლუბის ნაწილი და გაიტანო გოლები ამ მაისურით – ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ეს გასაოცარი გრძნობაა.

როცა „სპორტინგში“ ვთამაშობდი, რამდენიმე გოლი გავიტანე ჩემპიონთა ლიგაზე, ასე რომ, ვგრძნობ, შევძლებ იმავე დონეზე თამაშს.

ახლა „არსენალის“ დონის გუნდში გადასვლა დამეხმარება უკეთ თამაშში, რადგან გუნდში ამდენი შესანიშნავი ფეხბურთელია. მოუთმენლად ველოდები მატჩების დაწყებას“, – მოჰყავს დიოკერეშის სიტყვები „არსენალის“ ოფიციალურ ვებგვერდს.

დიოკერეშმა ორი სეზონი გაატარა პორტუგალიაში და ორივეჯერ ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 29 და 39 გოლით. სულ მან „სპორტინგში“ ყველა ტურნირზე 102 მატჩი ჩაატარა და 97 გოლი გაიტანა.