ოფიციალურად – ანდრეი სანტოსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

15:18, 13.07.2026

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „ჩელსიდან“ 22 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის, ანდრეი სანტოსის შეძენის შესახებ.

სანტოსმა მანჩესტერულ კლუბთან 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

„ყველაფერი, რაც უკავშირდება „მანჩესტერ იუნაიტედს“, განსაკუთრებულია. ეს დაუჯერებელი გრძნობაა – შევუერთდე კლუბს, რომელშიც ჩემი რამდენიმე მთავარი კერპი თამაშობდა“, – განაცხადა სანტოსმა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 58.6 მილიონი ევრო შეადგინა.

გასულ სეზონში ანდრეი სანტოსმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი