ოფიციალურად - ალვარო მორატა „გალათასარაიში“ ითამაშებს #1TVSPORT
ოფიციალურად - ალვარო მორატა „გალათასარაიში“ ითამაშებს #1TVSPORT

„მილანის“ ფორვარდი ალვარო მორატა იჯარის წესით „გალათასარაიში“ გადავიდა.

თურქული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ 32 წლის ესპანელი ფეხბურთელის იჯარა 2026 წლის 20 იანვრამდე იქნება ძალაში. გარიგების საერთო თანხამ ექვსი მილიონი ევრო შეადგინა. „გალათასარაის“ მომავალი წლის იანვარში რვა მილიონ ევროდ შეეძლება მორატას გამოსყიდვა.

სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ესპანელის ხელფასი „გალათასარაიში“ ექვსი მილიონი ევრო იქნება.

ამ სეზონში ფორვარდმა „მილანში“ 25 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა დაა ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.