ოფიციალურად – ალექსანდრ უსიკი სატიტულო ბრძოლას კიკბოქსინგის ლეგენდასთან გამართავს #1TVSPORT
LONDON, ENGLAND - JULY 19: Oleksandr Usyk celebrates victory by knock out over Daniel Dubois (not pictured) after Referee Michael Griffin (not pictured) stops the bout during their IBF, IBO, WBC and WBO World Heavyweight titles' fight on the 'Undisputed' fight night card at Wembley Stadium on July 19, 2025 in London, England. (Photo by Richard Pelham/Getty Images)
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, უკრაინელი ალექსანდრ უსიკი მომდევნო შეხვედრას 23 მაისს ჩაატარებს. მისი მეტოქე იქნება კიკბოქსინგის ლეგენდა რიკო ვერჰოვენი. მომავალ ბრძოლაში გათამაშდება კრივში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული WBC-ს ვერსიით.
ორთაბრძოლა ეგვიპტის ქალაქ გიზაში გაიმართება.
რიკო ვერჰოვენი, ორი ათეული წელია, გამოდის კიკბოქსინგში და ის 12 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა საბრძოლო ორგანიზაციის, Glory-ს ტიტულს. ის ამ ორგანიზაციის რეკორდსმენია სატიტულო ბრძოლების (14) რაოდენობითა და მოგებების სერიით (27). გარდა ამისა, ვერჰოვენი 2014 წლიდან სათავეში უდგას კიკბოქსინგის რეიტინგს ზემძიმე წონაში.
ალექსანდრ უსიკი გასული წლის ზაფხულის შემდეგ არ გასულა რინგზე. ივლისში მან ნოკაუტით დაამარცხა ბრიტანელი დანიელ დუბუა და მეორედ გახდა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი.