ოფიციალურად – „აიაქსმა“ ივ ბისუმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა #1TVSPORT
30 წლის მალელი ნახევარმცველი ივ ბისუმა ამსტერდამის „აიაქსმა“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.
ბისუმა ბოლოს „ტოტენჰემის“ ღირსებას იცავდა და 2026 წლის ივნიში კლუბი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა. ლონდონელებმა ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვეს.
„აიაქსმა“ და ბისუმამ ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც 2027 წლის ივნისის ჩათვლით იმოქმედებს.
მალელ ფეხბურთელს თავისი კარიერის განმავლობაში „ბრაიტონისა“ და „ლილის“ რიგებშიც უასპარეზია.