ოფიციალურად - აარონ რემზი იუვენტუსის ფეხბურთელია
ოფიციალურად - აარონ რემზი იუვენტუსის ფეხბურთელია

ლონდონის არსენალის ნახევარმცველი აარონ რემზი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს, – ამის შესახებ ტურინული კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

28 წლის უელსელიიუვენტუსს ოფიციალურად 2019 წლის პირველ ივლისს შეუერთდება. ის იტალიის ჩემპიონის რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

რემზის კონტრაქტი იუვენტუსთან ოთხი წელი იქნება მოქმედი. იგი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი ფეხბურთელი გახდება – მისი ხელფასი კვირაში 400 ათას ფუნტს გადააჭარბებს.

რემზი არსენალში 2008 წლიდან თამაშობს. ამ სეზონზე უელსელმა ინგლისის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.