ოფიციალურად – 46 წლის რონალდინიომ იტალიის სერია C-ს კლუბთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ, 46 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად განაახლა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელმაც ბოლო ოფიციალური შეხვედრა 2015 წლის 26 სექტემბერს „ფლუმინენსეს“ რიგებში ჩაატარა, ახალი საფეხბურთო თავგადასავლისთვის იტალიის რანგით მესამე დივიზიონის (სერია C) ბინადარი კლუბი „რავენა“ აირჩია.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფები. თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა მოედანზე ზუსტად როდის დავბრუნდები, ჯერ არ ვიცი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ბრაზილიელმა.
მიუხედავად ტრანსფერისა, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა სიხშირით ითამაშებს რონალდინიო მიმდინარე სეზონში. დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ რონალდინიო 24 აგვისტოს „რეჯიანას“ წინააღმდეგ დაგეგმილ სერია C-ს სადებიუტო მატჩს გამოტოვებს. „რავენას“ პრეზიდენტს, იგნასიო ჩიპრიანის დიდი მოლოდინები აქვს და აცხადებს, რომ მისი მთავარი ოცნება რონალდინიოს მიერ კარიერის უკანასკნელი გოლის სწორედ მათი გუნდის მაისურით გატანაა.
რონალდინიო იტალიაში 2008-2011 წლებში თამაშობდა, ის „მილანის“ ღირსებას იცავდა, სადაც 95 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა.