ოფიციალურად – 2026 წლიდან „კადილაკი“ ფორმულა 1-ის წევრი გახდება #1TVSPORT
ფორმულა 1-ს 2026 წლიდან „კადილაკი“ შეუერთდება, – აღნიშნული ინფორმაცია ავტორბოლის საერთაშორისო ფედერაციამ (FIA) და უშუალოდ ფორმულა 1-მა ოფიციალურად დაადასტურეს.
ორგანიზაციათა საერთო განცხადებაში წერია, რომ „კადილაკმა“ წარმატებით შეასრულა ყველა სპორტული, ტექნიკური და კომერციული მოთხოვნა, რათა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო ჩემპიონატში იასპარეზოს.
შედეგად, 2026 წლიდან ფორმულა 1-ს 11 გუნდი ეყოლება, ხოლო რბოლებში მონაწილეობას 22 პილოტი მიიღებს. ვინ იქნებიან „კადილაკის“ გუნდის წევრები, ჯერ უცნობია.
BREAKING: Cadillac confirmed as 11th team on the 2026 F1 grid#F1 pic.twitter.com/V5eoWfQCYX
— Formula 1 (@F1) March 7, 2025