ოდსონ ედუარი „ნიუკასლის“ მთავარი სამიზნეა
ოდსონ ედუარი „ნიუკასლის“ მთავარი სამიზნეა

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ნიუკასლის“ მთავარი სამიზნე ოდსონ ედუარი იქნება, – იუწყება Sky Sports.

გამოცემის ინფორმაციით, ედუარის შესაძენად „ნიუკასლს“ 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს.

ფეხბურთელის კონტრაქტი „სელტიკთან“ 2022 წლამდეა ძალაში და შოტლანდიელები ედუარის გაყიდვას ზაფხულში შეეცდებიან, რომ ამ უკანასკნელმა მომდევნო წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით არ ისარგებლოს.

22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 45 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 27 გოლი და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.