„ოდიშმა“ „მერანი“ დაამარცხა და ელიგა 2-ში პირველ ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
„ოდიშმა“ „მერანი“ დაამარცხა და ელიგა 2-ში პირველ ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ტურში ზუგდიდის „ოდიშმა“ მარტვილში „მერანი“ 3:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაწინაურდა.

ზედიზედ მეორე შეხვედრაში დუბლი შეასრულა „ოდიშის“ თავდამსხმელმა, ოთარ კვერნაძემ და ზუგდიდელთა გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა, ბომბარდირთა დავაში კი 4 გოლით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

„სამტრედია“ „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში „გორს“ 83-ე წუთამდე 2:0 ამარცხებდა, მაგრამ ორი გოლი და, მასთან ერთად, მოგების შანსიც ხელიდან გაუშვა – 2:2.

ტური 3

კოლხეთი – თელავი 0:1

სამტრედია – გორი 2:2

მერანი მრ. – ოდიში 2:3

გარეჯი – არაგვი 1:0

სიონი – შტურმი 1:1