ოდიშარია „ლიეპაიასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

01:20, 06.07.2025

ლაშა ოდიშარიამ ლატვიის უმაღლეს ლიგაში „ლიეპაიასთან“ მატჩში მორიგი საგოლე გადაცემა შეასრულა, „რიგას ფუტბოლა სკოლას“ (რფს) მოგებაში (2:1) დაეხმარა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

22-ე ტურის მატჩამდე რფს კონკურენტ „რიგასს“ 5 ქულით ჩამორჩებოდა და მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.

ოდიშარიამ თავი 58-ე წუთზე გამოიჩინა – მარცხენა ფლანგზე მცველს გასცდა სერბ თავდამსხმელს, დარკო ლემაიჩს ბურთი ზუსტად გადააწოდა, რომელმაც მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ოდიშარიამ მიმდინარე სეზონში ლატვიის ჩემპიონატში 18 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი