ოდესის ოლქზე თავდასხმის შედეგად პორტის ორი თანამშრომელი დაშავდა
ოდესის ოლქზე თავდასხმის შედეგად პორტის ორი თანამშრომელი დაშავდა

ოდესის ოლქზე თავდასხმის შედეგად პორტის ორი თანამშრომელი დაშავდა.

როგორც მედია ადგილობრივი სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით წერს, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა სამსაათ-ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.

„ჩვენმა ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 დრონი გაანადგურეს, თუმცა რამდენიმე დრონი პორტის მიმდებარე ინფრასტრუქტურას მოხვდა. დაშავდა ორი სამოქალაქო პირი, რომლებიც პორტის თანამშრომლები არიან. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ ყველა შესაბამისი სამსახურები“, – ნათქვამია ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებაში.

კონკრეტულად რომელი ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა თავდასხმის შედეგად, ჯერ უცნობია.

რუსეთში ოდესის ოლქზე იერიშის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.