ოდესის „ჩორნომორეცმა“ „ვიტ ჯორჯიას“ კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა #1TVSPORT
„ვიტ ჯორჯიადან“ ოდესის „ჩორნომორეცში“ კიდევ ერთი მოთამაშე გადავიდა – ლუკა ჩიკვილაძე. 18 წლის თავდამსხმელმა უკრაინულ კლუბთან ნახევარწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.
2006 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩაატარა. ჩიკვილაძე ჯერ „ჩორნომორეცის“ 19-წლამდე გუნდშია და ასაკობრივ პრემიერ ლიგაში ლვოვის „კარპატის“ წინააღმდეგ ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ „ჩორნომორეცში“ „ვიტ ჯორჯიადან“ თებერვალში ნახევარმცველი გიორგი რობაქიძეც გადავიდა, ხოლო მანამდე ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე, რომლის ტრანსფერიც დონეცკის „შახტარს“ ეკუთვნის და ოდესურ გუნდში იჯარით თამაშობს.