ოდესის „ჩერნომორეცმა“ „ვიტ ჯორჯიას“ მოთამაშე დაიმატა #1TVSPORT
ოდესის „ჩერნომორეცმა“ „ვიტ ჯორჯიას“ მოთამაშე დაიმატა #1TVSPORT

საქართველოს მესამე ლიგის კლუბის მოთამაშე უკრაინის პრემიერლიგის გუნდში გადავიდა. 19 წლის ნახევარმცველი გიორგი რობაქიძე ოდესის „ჩერნომორეცში“ ითამაშებს, – ინფორმაციას უკრაინული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა, გიორგი რობაქიძემ „ჩერნომორეცთან“ კონტრაქტი გააფორმა. მეზღვაურთა გუნდში მას 18-ნომრიანი მაისური ექნება“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

გიორგი რობაქიძე (სიმაღლე – 171 სმ, წონა – 68 კგ) 2005 წლის 30 ივნისს დაიბადა. ის „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, ასევე თამაშობდა ფოთის „კოლხეთიში“ და „ვიტ ჯორჯიაში“. იყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, სადაც 11 მატჩი ჩაატარა.

19 წლის ნახევარმცველმა „ვიტ ჯორჯიას“ რიგებში 40 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

მანამდე საქართველოს პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ვიტ ჯორჯიას“ 18 წლის თავდამსხმელი ნიკა ჯამასპიშვილი კარიერას ესპანურ „რეალ მურსიაში“ გააგრძელებს.