ოდესაზე რუსეთის იერიშის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

09:52, 15.07.2026

რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესაზე. ამის შესახებ ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი სოციალურ ქსელში წერს.

ლისაკის განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული.

„ამ დროისთვის ცნობილია, რომ მტრის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ სამი ადამიანი. ისინი საშუალო სიმძიმის მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერს ლისაკი.

იერიშის შედეგად, ასევე, დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები.

მსგავსი