ოდესაში რუსეთის სარაკეტო იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი დაშავდა
ოდესაში რუსეთის სარაკეტო იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი დაშავდა

ოდესაში რუსეთის სარაკეტო იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი, დაშავდა. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს. არსებული მონაცემებით, რუსულმა ძალებმა ქალაქის მიმართულებით შვიდი რაკეტა გაუშვეს. განადგურდა სავაჭრო ცენტრი და პროდუქციის საწყობი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოდესა რუსული ძალების მიერ სამჯერ დაიბომბა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი სარაკეტო იერიში ოდესაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის დროს მიიტანეს.