ობერჰოფში ესტაფეტა ქალებში ნორვეგიამ მოიგო – ბიატლონი

16:28, 11.01.2020

გერმანულ ქალაქ ობერჰოფში მინდინარე მსოფლიო თასის 2019/2020 წლების სეზონის მეოთხე ეტაპზე ესტაფეტა ქალებში 4*6კმ-ზე გაიმართა.

რბოლა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოო ჯამში ნორვეგიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე შვედეთის ეროვნული გუნდი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი ფრანგებმა მოიპოვეს.

დღესვე მოგვიანებით ესტაფეტა კაცებში 4*7.5კმ-ზე გაიმართება.

მსგავსი