ობერჰოფში ესტაფეტა კაცებში ნორვეგიამ მოიგო | ბიატლონი
ობერჰოფში ესტაფეტა კაცებში ნორვეგიამ მოიგო | ბიატლონი

გერმანულ ქალაქ ობერჰოფში მინდინარე მსოფლიო თასის 2019/2020 წლების სეზონის მეოთხე ეტაპზე ესტაფეტა კაცებში 4*7.5კმ-ზე გაიმართა.

რბოლა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოო ჯამში ნორვეგიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ადგილზე საფრანგეთის ეროვნული გუნდი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი გერმანელებმა მოიპოვეს. ობერჰოფში მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპის დასკვნით დღეს, 12 იანვარს ქალებში მას-სტარტი 12.5კმ-ზე და მას-სტარტი კაცებში 15კმ-ზე გაიმართება.