ობამეიანგს „არსენალში“ კაპიტნობა ჩამოართვეს #1TVSPORT
ობამეიანგს „არსენალში“ კაპიტნობა ჩამოართვეს #1TVSPORT

ლონდონის „არსენალმა“ გამოაცხადა, რომ კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგს.

„არსენალის“ განცხადებაში წერია, რომ 32 წლის გაბონელი კაპიტნის სტატუსის გარეშე დისციპლინის დარღვევის გამო დარჩა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ფეხბურთელი კლუბში დაგვიანებით დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობისგან დროებით ბაზის დატოვების უფლება მიიღო.

„არსენალის“ სამწვრთნელო შტაბმა ასევე გადაწყვიტა, რომ ობამეიანგი გამოტოვებს პრემიერლიგის უახლოეს შეხვედრას „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ.

მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.