ობამეიანგი საკუთარ სახლში სცემეს და გაქურდეს #1TVSPORT
ობამეიანგი საკუთარ სახლში სცემეს და გაქურდეს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ბარსელონაში შეიარაღებული ძარცვის მსხვერპლი გახდა.

ინციდენტი ფეხბურთელის სახლში მოხდა, – წერს გაზეთი El Pais პოლიციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. ამტკიცებენ, რომ ეზოში მინიმუმ ოთხი ადამიანი შეიპარა, რის შემდეგაც სცემეს ფეხბურთელს, ასევე ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდნენ მას და მის ცოლს.

ბოლოს, მძარცველებმა სეიფი გახსნეს და იქიდან ძვერფასეულობა მოიპარეს, რის შემდეგაც ავტომობილით მიიმალნენ. პოლიციამ დამნაშავეების ძებნა დაიწყო.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი „ბარსელონაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით 2022 წლის იანვარში გადავიდა. კატალონურ გუნდშ მან 24 მატჩში 13 გოლი გაიტანა.