ობამეიანგი „არსენალის“ ვარჯიშებს ჩამოაშორეს #1TVSPORT
ობამეიანგი „არსენალის“ ვარჯიშებს ჩამოაშორეს #1TVSPORT

ინგლისური პრესის ინფორმაციით, „არსენალის“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს.

Sky Sports-ის მონაცემებით, ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გაბონელი ფორვარდი გუნდთან ერთად ვარჯიშებს ჩამოაშორა.

უფრო ადრე არტეტამ განაცხადა, რომ ობამეიანგი არ მიიღებდა მონაწილეობას პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩში „ლიდსის“ წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ობამეიანგს დისციპლინის დარღვევისთვის კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ფეხბურთელმა სამწვრთნელო შტაბისგან ბაზის დროებით დატოვების უფლება მიიღო, მაგრამ დროულად არ დაბრუნდა გუნდში.