ნურმაგომედოვს მეივეზერთან ორი ბრძოლა სურს
ნურმაგომედოვს მეივეზერთან ორი ბრძოლა სურს

მჩატე წონაში UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ მზად არის, ამერიკელ მოკრივესთან ფლოიდ მეივეზერთან, ორი ბრძოლა ჩაატაროს. მისი თქმით, ერთი შეხვედრა MMA-ის წესებით გაიმართება, მეორე – კრივის წესებით.

„თუ ფლოიდთან ორმხრივ შეთანხმებას დავდებთ, ფანები კმაყოფილები დარჩებიან – მოჰყავს talksport.com-ს ნურმაგომედოვის სიტყვები. – პირველი ბრძოლა რინგზე გაიმართება, მეორე – გალიაში. ამ შემთხვევაში ყველაფერი სამართლიანად იქნება. მინდა საკუთარი თავი კრივში ვცადო.“

უფრო ადრე, რუსმა მებრძოლმა მეივეზერი UFC-ის ტურნირზე გამოიწვია. ამერიკელმა გამოწვევა მიიღო და სპონსორებს მოუწოდა – მომავალი ორთაბრძოლისთვის მსხვილი თანხა გაამზადონ.