ნურმაგომედოვის მენეჯერი - მაკგრეგორს ხაბიბთან მეორეჯერ ბრძოლის ეშინია
ნურმაგომედოვის მენეჯერი - მაკგრეგორს ხაბიბთან მეორეჯერ ბრძოლის ეშინია

იუ-ეფ-სის“ (UFC) მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერის თქმით რუს მებრძოლსა და კონორ მაკგრეგორს შორის რემატჩი არ გაიმართება. ალი აბდელაზიზმა „ტი ემ ზი სპორტსთან“ (TMZ Sports) მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირლანდიელი ხაბიბს მეორედ არასოდეს ეჩხუბება, რადგან მისი ეშინია.

კონორ მაკგრეგორს რემატჩი არ მოუთხოვია. მან მშვენივრად იცის, რომ შანსი არ აქვს. არც მას, არც მის მშობლებს და შვილს, ირლანდიელ ხალხსაც კი არ სურს რევანში, რადგან იციან რომ კონორს ხაბიბთან მოგების შანსი არ აქვს“,.- აცხადებს ალი აბდელაზიზი. თუმცა, UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაიტი დარწმუნებულია, რომ ირლანდიელსა და რუსს შორის განმეორებითი დაპირისპირება აუცილებლად შედგება.