ნურმაგომედოვი ფერგიუსონთან საბრძოლველად დაღესტანში მოემზადება
ნურმაგომედოვი ფერგიუსონთან საბრძოლველად დაღესტანში მოემზადება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონთან საბრძოლველად მშობლიურ დაღესტანში მოემზადება.

„ხაბიბი ბრძოლისთვის მზადებას ტრადიციულად დაღესტანში დაიწყებს, შემდეგ კი ამერიკაში გაემგზავრება“ – ციტირებს ნურმაგომედოვის წარმომადგენელს ТАСС.

დაღესტანში ხაბიბ ნურმაგომედოვი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია და თანამემამულეები ეროვნულ გმირად აღიქვამენ. თავად ნურმაგომედოვიც ხშირად ახსენებს კავკასიურ ფესვებს და ამაყობს საკუთარი წარმომავლობით.

ტონი ფერგიუსონისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ორთაბრძოლას გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში მოუთმენლად ელოდებიან. მათი ბრძოლა 2020 წლის 18 აპრილს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრუკლინის „ბარკლაის ცენტრში“ გაიმართება.

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ნურმაგომედოვის ანგარიშზე 28 ბრძოლაა და დაუმარცხებელმა დაღესტნელმა ჩემპიონმა ყველა შეხვედრა მოიგო.