ნუნუ მენდეში ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

15:17, 14.08.2025
UDINE, ITALY - AUGUST 13: Nuno Mendes of PSG kisses the trophy after the UEFA Super Cup 2025 match between Paris Saint-Germain and Tottenham Hotspur at Friuli Stadium on August 13, 2025 in Udine, Italy. (Photo by EyesWideOpen/Getty Images)

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ტოტენჰემის“ პენალტების სერიაში დამარცხების წყალობით უეფა-ს სუპერთასი მოიპოვა. ამ წარმატებამ პარიზული კლუბის მცველს, ნუნუ მენდეშს საშუალება მისცა, ფეხბურთის ისტორიაში 23 წლამდე მოთამაშეებს შორის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გამხდარიყო, – წერს პორტუგალიური გამოცემა A Bola.

ნუნუ მენდეშმა თავის ხანმოკლე კარიერაში 14 ტიტულის მოგება მოასწრო. მშობლიური „სპორტინგის“ რიგებში თითოჯერ გაიმარჯვა პორტუგალიის ჩემპიონატში, თასზე და სუპერთასზე.

„პარი სენ-ჟერმენში“ მან ოთხჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, ორჯერ საფრანგეთის თასი, ორჯერ საფრანგეთის სუპერთასი და თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერთასი. გარდა ამისა, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად გაიმარჯვა 2024-25 წლების ერთა ლიგაზე.

ნუნუ მენდეშმა გაუსწრო წინა რეკორდსმენს, ფრანგ კინგსლი კომანს, რომელსაც 13 ტიტული აქვს. შემდეგ მოდიან კილიან მბაპე (12), პელე (11) და ლიონელ მესი (11).

მსგავსი