ნუკრი ქანთარია - პრემიერი მონაპოვარს უფრთხილდება და უნდა, გუნდი დაშტამპული და ძველებური არ იყოს
ნუკრი ქანთარია - პრემიერი მონაპოვარს უფრთხილდება და უნდა, გუნდი დაშტამპული და ძველებური არ იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელი განცხადება იმის მაჩვენებელია, რომ მთავრობის ხელმძღვანელი გუნდს, როგორც მონაპოვარს ისე უფრთხილდება.

როგორც პირველ არხს ქანთარიამ განუცხადა, პრემიერ-მინისტრის განცხადება მისი პიროვნებიდან, გამოცდილებიდან, წარსულიდან და იქიდან გამომდინარეობს, რომ მონაპოვარს უფრთხილდება და უნდა, გუნდი დაშტამპული, ძველებური არ იყოს, როგორც ადრე იყო და რასაც საზოგადოება მიჩვეულია – ერთ ხმაში სიმღერას.

„პრემიერს სურს, გუნდი იყოს მრავალხმიანი, მაგრამ ერთად. ამ შემთხვევაში, მეც იგივე მრწამსი მაქვს, რადგან ერთი მიზანი გვაქვს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯგუფებად უნდა დავიყოთ“, – დასძინა ქანთარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე მოვლენებზე დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი. „არანაირი ჩემი დაჯგუფება, თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.