ეკა ბესელიას განცხადება ნაუცბათევი არ იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეკა ბესელია თავის გადაწყვეტილებაზე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა.
„საქმე ისე არ არის, რომ ხუთი წავიდა და არაუშავს, არასწორია. 15 დეპუტატის წასვლა უკვე ცუდია. წონაზეა დამოკიდებული, ვინ არის და რას წარმოადგენს. გამყოლად არ გამოვდგები, მაგრამ პრინციპული საკითხებია, რომლის გადაწყვეტაც აუცილებლად უნდა მოხდეს. თუ გუნდის გადაწყობა არ მოხდა, შენჯღრევა გაგრძელდება“,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ, დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.