ნუკრი კაკილაშვილმა დიუსელდორფის ფინალი გაიხსენა - ნერვიულობისგან არც მესმოდა, ახალკაცი რას მელაპარაკებოდა
ნუკრი კაკილაშვილმა დიუსელდორფის ფინალი გაიხსენა - ნერვიულობისგან არც მესმოდა, ახალკაცი რას მელაპარაკებოდა

თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, ნუკრი კაკილაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში” 1981 წლის 13 მაისის ფინალში დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ აღმოსავლეთ გერმანიის იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დამარცხება გაიხსენა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა პირველად აღიარა, რომ მოედანზე გასვლამდე ისე ნერვიულობდა, მწვრთნელის დავალება ვერ გაიგო.

„ფინალში ნოდარ ახალკაცს ძირითად შემადგენლობაში ან მე უნდა დავეყენებინე ან სვანაძე. საბოლოო არჩევანი ზაურის სასარგებლოდ გააკეთა. მაგრამ ვგრძნობდი, დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ახალკაცი მათამაშებდა და რაღაც მომენტში მე უნდა გამოვეყვანე. როდესაც შესასვლელად გავდიოდი და ვითელებოდი, მაშინ თქვეს, ამას კარგი „ფეხი“ აქვსო და ამ დროს გუცაევმა პირველი გოლი გაიტანა. ამ დროს ახალკაცი დარიგებას მაძლევდა – სხვათა შორის, ნერვიულობისგან არაფერი მესმოდა, რას მელაპარაკებოდა“, – იხსენებს ნუკრი კაკილაშვილი.

ნუკრი კაკილაშვილი 1981 წლის 13 მაისის ფინალის ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც მატჩის დასაწყისში სათადარიგოთა სკამზე იჯდა და შეცვლაზე ითამაშა.

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ დღევანდელი გადაცემა თბილისის „დინამოს“ 1981 წლის 13 მაისის წარმატებას მიეძღვნა. დღეს ამ გამარჯვებიდან 39 წელი გავიდა.

სრულად გადაცემა ნახეთ ბმულზე.