ნუგზარ წურწუმიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ნუგზარ წურწუმიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბუდაპეშტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა ნუგზარ წურწუმიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ მატჩში ქართველი ფალავანი ჩინელ ლიგუო კაოს შეხვდა და ერთ წუთში 11-0 დაამარცხა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ წურწუმიამ პირველი არხისთვის კომენტარი გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ 87 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილი ხვალ რეპეშაჟში გადაინაცვლებს და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.