ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალშია | ბუქარესტი 2018 [ვიდეო]
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალშია | ბუქარესტი 2018 [ვიდეო]

ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალშია.

ხობელმა ფალავანმა ნახევარფინალში უზბეკ დორდოკოვს 2-1 მოუგო და ხვალ ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ვიტალი კაბალოევს დაეჭიდება.

მეოთხედფინალში ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.) ბულგარელ პეტროვს 4-1 მოუგო. ნახევარფინალურ ეტაპზე ასპარეზობს ზვიად პატარიძეც (130 კგ.).