ნოზაძის ვერცხლი, ნინიაშვილის და პაპინაშვილის ბრინჯაოები ევროპის ჩემპიონატზე
ნოზაძის ვერცხლი, ნინიაშვილის და პაპინაშვილის ბრინჯაოები ევროპის ჩემპიონატზე

ხორვატიის ქალაქ პორეცში მიმდინარე ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გათამაშების სასტარტო დღეს სამმა ქართველმა მედლის მოპოვება შეძლო.

60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ამავე წონაში ჯაბა პაპინაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა. ასევე მესამე ადგილი აიღო ბაგრატ ნინიაშვილმაც (66კგ).

ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი გიორგი თუთაშვილი (66კგ) გამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ მან ადრეულ ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა.

ხორვატიაში ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გამოვა:

81კგ – ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი

90კგ – ლუკა მაისურაძე

100კგ – ონისე სანებლიძე

+100კგ – გელა ზაალიშვილი

ორთაბრძოლები 13:00, ფინალური ბლოკი კი 19:45 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი