ნოზაძემ და სარდალაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი გამარჯვებებით დაიწყეს [ვიდეო] #1TVSPORT

გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. შეჯიბრზე პირველი დაპირისპირებები გამართეს – გიორგი სარდალაშვილმა და თემურ ნოზაძემ (ორივე 60კგ).

ახალგაზრდა სარდალაშვილმა ისრაელის წარმომადგენელი კოკოლაიევი რამდენიმე წამში იპონით დაამარცხა, ნოზაძემ კი ფრანგ ვეგნეს სძლია. ორივე ქართველი ტურნირის მერვედფინალში იჭიდავებს.

 

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტატამს დაუბრუნდა 66კგ-ში მოასპარეზე ბაგრატ ნინიაშვილი და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა პოლონელი ვავრიჩჟეკი დაამარცხა და მეოთხედფინალში გასასვლელად იასპარეზებს.

რამდენიმე წუთში შეჯიბრზე პირველ დაპირისპირებას გამართავს ეთერ ლიპარტელიანი (57კგ), რომელიც აბუ დაბის გრანდ სლემზე წონის ლიდერია.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.