ნოზაძემ ბაქოს გრანდ სლემზე ვერცხლი მოიპოვა | ძიუდო
ნოზაძემ ბაქოს გრანდ სლემზე ვერცხლი მოიპოვა | ძიუდო

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს 66 კგ. წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა ძიუდოსტმა იასპარეზა.

თემურ ნოზაძე ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიელ ფელიპე კიტადაისთან დამარცხდა.

მეორე ქართველმა ჯაბა პაპინაშვილმა რეპეჟაში ფრანგ ვალიდ ხიართან დათმო ორთაბძოლა.


ქალებში კი ტატამზე 52 კგ. წონით კატეგორიაში ორი ქართველი გამოვიდა, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი რეპეჟაში შვეიცარიელ სპორტსმენთან დამარცხდა, ხოლო მარი მახარაშვილი პირველივე წრიდან გამოეთიშა ასპარეზობას.

ხვალ, ბაქოს გრანდ სლემზე 73 კგ. წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი, ბექა შავდათუაშვილი იასპარეზებს. წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.