ნოზაძე ბაქოს გრანდ სლემის ფინალშია | ძიუდო

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს 66 კგ. წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა ძიუდოსტმა იასპარეზა.

თემურ ნოზაძემ ნახევარფინალში ულამაზესი ილეთით, სუფთად დაამარცხა გამოცდილი მონღოლი ამარტუვშინ დაშდავაა და ფინალში იასპარეზებს, სადაც ის ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის შეხვდება.

ჯაბა პაპინაშვილი რეპეჟაში ფრანგ ვალიდ ხიართან დამარცხდა და მედლებისათვის ბრძოლას გამოეთიშა.

ქალებში კი ტატამზე 52 კგ. წონით კატეგორიაში ორი ქართველი გამოვიდა, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი რეპეჟაში შვეიცარიელ სპორტსმენთან დამარცხდა, ხოლო მარი მახარაშვილი პირველივე წრიდან გამოეთიშა ასპარეზობას.

ფინალური ბლოკი 17:00 საათზეა აიღებს სტარტს.