ნოვოსიბირსკში საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
ნანგრევებში სავარაუდოდ მუშები არიან მოყოლილი. კედელი ერთსართულიანი სახლის გადახურვის სამუშაოების დროს ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე 12 მუშა იმყოფებოდა.
გამოძიება მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხუთი მანქანაა მობილიზებული.